Monday, December 1, 2008

ჩემი ბებია

ჩემი ბებია მსოფლიოში ყველაზე ლამაზია.ძალიან მიყვარს და მენატრება მისი სითბო და ალერსი.მისით ვგრძნობ ჩემს ფესვებს. მეორე მსოფლიო ომის სიმძიმემ მათ ზურგზე გადაიარა.მათ ნახეს ომის ნამდვილი სახე და შემოინახეს ქართული ოჯახის ტრადიციები. მოდით, ამ ბლოგით ჩვენს ბებიებს მოვესიყვარულოთ.მიამბეთ,თქვენი ოჯახის შესახებ.


პროექტის აღწერა:

1.პროექტის სახელი: ,,ჩემი ბებია”
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: (წინაპართა გახსენება, მათი ყოფა-ცხოვრება.)
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო ადამიანთა ცხოვრებას,შვილიშვილების თვალით დანახულ ოჯახს.მოახდენენ შედარებას დღევანდელობასთან, განიხილავენ ქართულ ოჯახურ ტრადიციებს,მოახდენენ კვლევა-ძიებას საინტერესო ადამიანთა შესახებ, მოიძიებენ შესაბამის მასალებს ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ისტორიაში.(ინტერვიუ,ესეები,ნახატები,ვიდეო-აუდიო მასალა, მუსიკა)
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები
VI-VII კლ. ასაკი 12-13წ
VIII-XIIკლ. ასაკი 14-17წ

5.ვადები/ხანგრძლივობა
11/X/2009წ-28/V/2010წ

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.

ნახატები, ესეები, ფოტო, რეფერატი, დისკუსია, მუსიკალური ნაწარმოებები, გუნდური წერა თემაზე ,,ჩემი ბებია" ჟურნალი ,,ფესვები”ისტ-ის გამოყენებით.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

VI-VIIკლ -ესეები, ფოტოკოლაჟი, ვიდეო-ფილმი, პრეზენტაცია, ლექსები.
VIII-XIIკლ-ესეები,ელექტ. ჟურნალი, ინტერვიუ, შემოქმედი ბებიების წარმოჩენა და საკუთარი ბებიების ბლოგების შექმნა (პოეზია,პროზა,ნახატი,ნაქარგი,კულინარია და ა. შ.)
განთავსება ბლოგზე.

8.სასარგებლო სხვებისათვის:
საკუთარი ,,ფესვების" შესწავლა და მოძიებული მასალის დემოსტრირება სხვადასხვა რაკუსში. გამოჩნდეს პროექტში მონაწილე მოსწავლეების დამოკიდებულება ოჯახისადმი და მათი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მოხდეს ბავშვებში მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება, ოჯახური ტრადიციების გააზრება მსოფლიო ჭრილში.

9.სამუშაო ენა:
ქართული
ინგლისური
რუსული


10.საგნებთან/საგნობრივი ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი

ლიტერატურა -(განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერა, კითხვას, მოსმენას, საუბარს. კვლევა- ძიება, დისკუსია, პრეზენტაცია)

ეთნოგრაფია-(განუვითარებს ეროვნულ თავისებურებების კვლევის უნარს(ადათ -წესებს, ფოლკლორი, ინტერვიუ, ისტ-ს გამოყენებით უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას) )

ისტორია- (განუვითარებს ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და ხელს შეუწყობს ღირსეული მოქალაქის აღზრდას. ჩამოუყალიბდება ისტორიული კვლევის უნარი. შეისწავლის სანდო ისტორიული წყაროების, (წიგნი, ინტერნეტი, მოძიება, პრეზენტაცია და ა. შ.) საფუძველზე სათანადო დასკვნების გამოტანას.

ხელოვნება-( უყალიბდება ესთეთიკური ხედვა, მუსიკალური კომპოზიციები, ნახატები, კინო-ფილმებისა და ფოტო- ვიდეო მასალა)

11.მონაწილე სხვა სკოლებიდან:

მე-4 საჯარო სკოლა - ინფ.მენეჯერი - ირმა თიკანაძე irmatikanadze@gmail.com
მე-13 საჯარო სკოლა - ინფ. მენეჯერი- მაია ბარამიძე maiabaramidze@gmail.com
მე-11 საჯარო სკოლა -ინფ. მენეჯერი - მაკა მაისურაძეdadiani11@gmail.com
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:
იზოლდა ჯმუხაძე ქართული ენისა და ლიტ. პედაგოგი
ნონა შელია ქართული ენისა და ლიტ. პედაგოგი
ისტ. მენეჯერი ნინო ასლამაზაშვილი


13.პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა:
IZOLDA411@gmail.com
me16skola@gmail.com
nonka-ninka@gmail.com

14პროექტის ფორუმი: დისკუსია ,,IEARN” ზე პროექტი ,,ჩემი ბებია” me16skola@gmail.com

15.პროექტის ვებგვერდი /ბლოგი http://cemibebia2.blogspot.com/